პატიმარი სააკაშვილი არასოდეს არ იქნება პრივილეგირებული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს ჭამას არავინ უშლის:
“ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშლობს? პატიმარი სააკაშვილი არასოდეს არ იქნება პრივილეგირებული. რამდენიმე ათასი პატიმარი ზის საპატიმროებში, მათაც სჭირდებათ მზრუნველობა, ხომ? პატიმარი სააკაშილი არაფრით არ არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა დანარჩენ პატიმრებს. გათავისუფლება გამორიცხულია. სააკაშვილი, მინიმუმ, 6 წელი იჯდება ციხეში”- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს.
tv pirveli