ზუგდიდში, პატრულ-ინსპექტორმა ომარ არქანიამ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, ზუგდიდში თანამდებობას პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი ტოვებს.

პატრულ-ინსპექტორმა ომარ არქანიამ სამსახურის წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა და კანცელარიაში ჩააბარა.

“მთავარ არხს” ინფორმაცია მისმა ადვოკატმა დავით ახალაიამ დაუდასტურა.

ომარ არქანიას პროტესტი ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას დაკავებას უკავშირდება.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share