ადამიანობა და მეგობრობა იმ ბალაგანზე წინ დგას, რასაც პოლიტიკას ეძახიან – გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ციხეში მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.

ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს.

“რაზე ვილაპარაკე პრეზიდენტთან, ამაზე სამწუხაროდ, ჟურნალისტეთან ვერ ვისაუბრებ, თქვენთან განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და იმ ბალაგანზე, რასაც პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესოა ნაწილია დაკავშირებული “,- თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გონება როგორც ყოველთვის “სამართებელივით” აქვს, თუმცა ეტყობა, რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share