გია ცეცხლაძე – მერის არჩევნებს რაც შეეხება ნეიტრალურები ვართ-არცერთს მხარს არ დავუჭერთ

“ჩვენი მთავარი ამოცანაა ზვანის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი სირაძის მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ რომ “ჟორიკა” გაიმარჯვებს”

განუცხადა “გურიის მოამბეს” პარტია “გახარია საქართველოსთვის” ადგილობრივმა ლიდერმა, გია ცეცხლაძემ, არჩევნების მეორე ტურში, ოზურგეთში, პარტიის პოზიციაზე საუბრისას,

“გარდა ზვანის საარჩევნო ოლქისა, სადაც მეორე ტურში ჩვენი კანდიდატია, არცერთი მიმართულებით ჩვენი აქტივობა არ იქნება, ნეიტრალურები ვართ როგორც დანარჩენ სამ მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე არჩევნებში, ასევე ოზურგეთის მერობისათვის ბრძოლაში”

გვითხრა ცეცხლაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share