“ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის” – ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია იმართება

“ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის” – ამ ლოზუნგით ბათუმში ოპოზიცია აქციას მართავს. ოპოზიციური პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, ორი ლოკაციიდან დაიძრნენ და ქალაქის გავლით, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან შეიკრიბნენ.

აქციის მიზანი, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში მერობის კანდიდატების მხარდაჭერაა. აქციის ერთ-ერთი გზავნილი ასევე მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

აჭარაში მეორე ტური ხელვაჩაურსა და ბათუმში გაიმართება, სადაც მერობისთვის მიშა ბოლქვაძე და გიორგი კირთაძე იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ აქციას ასევე ქობულეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ესწრებიან.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share