ბათუმში, ამ წუთებში ათასობით ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და მხარდაჭერას უცხადებს ბათუმის მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს.
რამდენიმე წუთის წინ, აქციაზე მიხეილ სააკაშვილის წერილიც გასაჯაროვდა, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ბათუმელებს მადლობას უხდის.
“ჩემო ახლობელო, მშობლიურო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა რომ შეიკრიბეთ მათ შორის ჩემს მხარდასაჭერად, მადლობა რომ ბევრი თქვენგანი თბილისში იყო 14 ში. მე მაგრად ვდგევარ, მაკლია თქვენთან პირდაპირი კონტაქტი.
მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც კი ვერ გაბედა ჩემი მიყვანა და სატელეფონო ზარები ამიკრძალა. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებულია და ჩვენ უკვე გამარჯვენულები ვართ. ზუსტად ვიცი, რომ ბათუმს ქათქათს ნიშნავს ბათუმში ოცნების ლურჯი დროშის ნაცვლად თეთრი ქათქათა ხუთჯვრიანი დროშა აფრიალდება და გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესო მერი ბათუმი ს ისტორიაში. ხოლო მანდ გამარჯვების მერე გელით რუსთავში, მინდა რომ ჩემი სატუსაღოს კარები მათ შორის ბათუმელებმა გახსნან.