,,მადლობას ვწირავ ღმერთს იმისთვის, რომ ამ ასაკში მომცა ღმერთმა უფლება, რომ დამენახა ხალხის სიყვარული, ჩემი და ჩემი შვილის მიმართ”- ეს განცხადება ენმ-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში იმართება და იქ სამეგრელოს ყველა ოპოზიციური მერობის კანდიდატია შეკრებილი.
ანზორ მელიას განცხადებით, ის ტერორი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შეინიშნება მოსახლეობაზე ღიად და ფარულად ხელისუფლების მხრიდან არის მიუღებელი და არცერთი ზუგდიდელი, ამას ხელისუფლებას არ აპატიებს.
,,დავიარე თითქმის ყველა სოფელი, ოჯახებში რამდენჯერმე შევდივარ და ვერ გადმოგცემთ იმ სიყვარულს რაც ხალხშია. არ შეიძლება ბოღმის და სიძულვილის ენით გველაპარაკებოდეს მთავრობა მეგრელ ხალს. ეშლებათ, იმიტომ რომ მწერლებისთვის პირველ რიგში ოჯახია სიამაყე და როდესაც მას ოჯახს გავლანძღავ სხვისი ოჯახიც, რომ იყოს ის , ისინი საპირისპიროდ მოქმედებენ შემდეგ.
მთავრობას მივმართავ, ძალიან გთხოვთ შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით, დღეს ხართ მაგრამ ხვალ არ იქნებით, თქვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ბედნიერ საქართველოში და ვინც ა ვართ ახლა სამეგრელოს მერობის კანდიდატები ყველაფერს ვიზამთ ამისთვის.
ღარიბაშვილმა რომელმაც 100 კაციც კი ვერ შეაგროვა მწვანე შუქი აგინთოთ ძალადობისკენ, რომ უნდა მოიგოთ, მაგრამ როგორ უნდა მოიგონ, თუ ბომბს არ ჩამოაგდებს იმ დღეს, თორემ ისე ამათი საქმე წასულია. სულ სხვა ენთუზიაზმით, სიყვარულით და შემართებით მეგებება ხალხი.
რაღაც ტელევიზიები დამდევს და იმ ქალის შვილს, რომელიც იყო მოსული ჩემს შეხვედრაზე მის შვილს სამსახურში პრობლემები შეუქმნეს, რომელიც კოვიდცენტრში მუშაობს. ზუგდიდი ჩემი ქალაქია, ჩემი ახლგაზრდობის ქალაქია და მე ერთი დღეც არ მიცხოვრია ზუგდიდის გარეშე. მეგრელი კაცი ასე იოლად სამშობლოს სიყვარულს არ დატოვებს, მოგიწოდებთ მთავრობავ ნორმალურად მოიქეცით, 30-ში ზუგდიდელები დაგანახვებენ ძალას და ვის მისცემენ ხმას ამასაც დაინახავთ. ნუ ხართ დაბოლილები და გაბოროტებულები, რას კადრულობს პრემიერ მინისტრი, მე მრცხვენია, რომ ის ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრი იყო. დიახ მე ვარ ზუგდიდს მერობის მოხუცი კანდიდატი, მე თქვენ დაგანახებთ, რომ ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ, ზუგდიდს მე დავუბრუნებ ცხოვრების მაღალ დონეს, რომელიც მათ ჰქონდათ. ძალა ერთობაშია. ‘, – განაცხადა ანზორ მელიამ.