თბილისი-ბათუმის მატარებლის გაჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზი გაწყდა, რომელიც რკინიგზის საკონტაქტო ხაზს დაეცა და ის დააზიანა.
მათივე ცნობით, ამჟამად მოძრაობა 4 მიმართულებით არის გაჩერებული: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.
“სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110 კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.
ამჟამად გაჩერებულია 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი. ესენია:
თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.
სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.
პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება”,- ნათქვამია განცხადებაში.