რეზო ხარაზი – “ქართული ოცნება” ჩამოშლილია და არცერთ საჯარო მოხელეს არ ენდობა

“ქართული ოცნება” ჩამოშლილია და არცერთ საჯარო მოხელეს არ ენდობა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა.

იგი “ქართული ოცნების” წევრის ტიტე აროშიძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც რეზო ხარაზმა განაცხადა, პარტიაში ერთმანეთს შორის ფორმალური სატელეფონო საუბრები ჰქონდათ, რაც სუს-მა მოისმინა და “ქართულ ოცნებას” მიაწოდა. რეზო ხარაზი ტიტე აროშიძე ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტებებს სთხოვს.

“დიდი მადლობა ბათუმელებს, რომლებმაც გუშინ აქციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირეს. გუშინ ტიტე აროშიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით. ისინი აღარ ენდობიან საჯარო მოხელეებს, მათმა უმრავლესობამ მხარი ჩვენ დაგვიჭირა. ჩვენ შეგნებულად, წინა დღეებში სატელეფონო საუბარი გვქონდა, ” ფორმალურად” თითქოს საჯარო სამსახურიდან 30- ზე მეტი ადამიანი ჩვენს მხარეს გადმოდიოდა და აქციას შემოუერთდებოდნენ. გაოგნებულმა “ქართულმა ოცნებამ” ტიტე აროშიძე გამოაგორა და სამარცხვინო განცხადება გააკეთა, რაც მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” ჩამოშლილია, უფრო მეტიც არ ენდობიან არცერთ საჯარო მოხელეს, ისინი მათზე ზეწოლას ახორციელებენ, ხოლო ტიტე აროშიძის განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ შეურაცხყოფა იყო, იმ ადამიანებს მიაყენა შეურაცხყოფა, რომლებიც მერიაში მუშაობენ. თითოეულ საჯარო მოხელეს ვპირდები, როგორც საკრებულოს წევრი რომ არცერთი მათგანი სამსახურს არ დატოვებს, ისინი დაწინაურებული იქნებიან და გარანტიას ვაძლევთ, რომ სამსახურებს შეინარჩუნებენ.

ტიტე აროშიძემ ბათუმის მერიის თანამშრომლებს ბოდიში მოუხადოს. სუს-მა პარტიის წევრების ფორმალური საუბრები ჩაიწერა და შემდეგ “ქართულ ოცნებას” მიაწოდა, რაც მიუთითებს, რომ აროშიძე სუს-თან კავშირშია”, მან ამაზეც გააკეთოს განმარტება”, – აცხადებს რეზო ხარაზი.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა ტიტე აროშიძემ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმში დესტაბილიზაციას გეგმავს. მისივე თქმით, საჯარო მოხელეების მოსყიდვა და შანტაჟი მიმდინარეობს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share