დღეს, სოფელ შემოქმედში “ოცნების” კოორდინატორები, ვინმე ნინო და ნათია ადგილობრივ ახალგაზრდა კაცს, მართვის მოწმობის ჩუქებას და პირობითი მსჯავრის მოხსნას შეპირდნენ-პირობა 30 ხმის მობილიზება თალაკვაძეების სასარგებლოდ.
“ხმები რომ დაიდება, შეთანხმება მერე შესრულდება” – ამბობს წყარო.
გარდა ამისა, აღნიშნული სქემით ამომრჩეველთა მოსყიდვას, მოქმედი ძალოსანი, შოთა ჭანუყვაძე კურირებს, რომელიც ოზურგეთში მეორე ტურისთვისაც გადმოისროლეს და დავალებების შესასრულებლად შსს-ს კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდება.
აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ” ქართულ ოცნებაში”. მმართველი პარტიის ოზურგეთის შტაბში განმარტავენ, რომ ავთანდილ თალაკვაძეს, რომელმაც კოტე შარაშენიძეს პირველი ტური დიდი სხვაობით მოუგო, ხალხის მხარდასაჭერად არაკანონიერი მეთოდების გამოყენება არ სჭირდება: _ ოპონენტები, რომელებიც ძალიან ცუდ დღეში არიან პროცენტული სხვაობის გამო, ყველაფერს კადრულობენ და ყველანაირ სიბინძურეს აწერენ ხელს. მათ არ აქვთ არცერთი ფაქტი და დაკავებულები არიან ჭორების გავრცელებით, _ აღნიშნეს ოცნების ოფისში. ბრალდებას უარყობს შოთა ჭანუყვაძეც, რომლის განმარტებით, ის გურიაში დიდი ხანია არ ყოფილა და მისი სახელის დაკავშირება არჩევნებთან და მსგავს ამბებთან ტყუილია.