ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მეთორმეტე სართულიდან გადმოხტომით იმუქრება, კვლავ უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე.
“გურიის მოამბის ” ინფორმაციით , სახურავზე ასულია რამდენიმე მამაო, რომლებიც ცდილობენ, მას დაელაპარაკონ და უვნებლად ჩამოიყვანონ ქვემოთ. მაგრამ როგორც ჩანს, ის მოალაპარაკებაზე არ მიდის. აქედან გამომდინარე, ამ წუთებში, კორპუსთან შემოვიდა ორი სახნძრო ბრიგადა, რომლებმაც პრევენციული ზომების გასატარებლად, გასაბერი ლეიბები შემოიტნეს.
ამ დროისთვის უცნობია,თუ რას ითხოვს ახალგაზრდა მამაკაცი. დაუდგენელია, რატომ მიმართა მან ასეთ რადიკალურ ზომებს.
ადგილზე კვლავ რჩებიან პოლიციის რამდენიმე ბრიგადა, სასწრაფო დახმარება და ორი სახანძრო მანქანა.