პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი სპორტსმენიდან სამივემ მედლის მოპოვება შეძლო. 81 კგ წონით კატეგორიაში არაჩვეულებრივად იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ფინალში 40 წამში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა ფინალი, სამწუხაროდ, მოლდაველ ვიქტორ სტეპრუსთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.