განცხადება იმის თაობაზე, რომ მე-18 დაწესებულების კლინიკა მზად არის მოშიმშილე პრეზიდენტის მისაღებად, არის არაკომპეტენტური-ზურაბ გურული

რას წერს ზურაბბ გურული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:
“#18 დაწესებულების საავადმყოფოში ამჟამად არ მუშაობს ექიმი-რეანიმატოლოგი”
( სახალხო დამცველის ანგარიში )
——————-
კლინიკა, რომელშიც არ მუშაობს ექიმი-რეანიმატოლოგი და შესაბამისად, არ გააჩნია რეანიმაციის განყოფილება, ვერ ჩაითვლება სამედიცინო დაწესებულებად, სადაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.
შესაბამისად, განცხადება იმის თაობაზე, რომ მე-18 დაწესებულების კლინიკა მზად არის მოშიმშილე პრეზიდენტის მისაღებად, არის არაკომპეტენტური, არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო.
იმედია, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ეყოფა პროფესიული პატიოსნება და პრინციპულობა, აუხსნას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ #18 დაწესებულების კლინიკა ვერ მიიღებს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს და ვერ აღმოუჩენს შესაბამის დახმარებას რეანიმაციული ღონისძიებების მყისიერი საჭიროებისას.”- წერს გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share