“ამ გულისამრევი მთავრობის მეთაურობით,ოჯახებს აშინებს ეგრეთწოდებული “ შავი სამყარო” – ნათია ღლონტი

ოზურგეთელი ნათია ღლონტი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ქართულ ოცნებას” ოჯახების დაშინებაში ადანაშაულებს. როგორც ის წერს, მისი მშობლები ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში ცხოვრობენ, სადაც ე.წ. “შავი სამყრო” ოჯახებს აშინებს და ყველა შესაბამის სამსახურს, აგრეთვე მედიას დახმარებისთვის მიმართავს:
“გამარჯობა
ახლა ისეთი გაგიჟებული ვარ, ვერ ავღწერ.
ჩემი ოჯახი არ გახლავთ ამ მთავრობის მოყვარული, შესაბამისად ნათლად გამოხატავს ამ ყველაფერს
დედა და მამა ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში ცხოვრობს, სადაც ყოვლად ამორალური ამბები ტრიალებს ქართული ოცნება / Georgian სწორედ ამ გულისამრევი მთავრობის მეთაურობით,ოჯახებს აშინებს ეგრეთწოდებული “ შავი სამყარო”,თითქმის მთელი სოფელი ამ დღეშია,ფულის დარიგებებზე აღარ ვისაუბრებ.
ჩემს ოჯახამდეც მოვიდნენ,ცოტა სხვა ფორმებით,ვითხოვ ყველაფრის გაშუქებას და შესაბამისი პირების დასჯას შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ოდესმე მაინც გააკეთეთ თქვენი საქმე და გადააშენეთ ეს ქუჩური მენტალუტეტი,ხომ შეიძლება?
გთხოვთ გამივრცელოთ!” – წერს ღლონტი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share