ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ რამდენიმე წუთის წინ მედიისთვის ბრიფინგი გამართა და ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემო ოზურგეთელებო ! მინდა მადლობა გითხრათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ! ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ჩვენ გადავედით არჩევნების მეორე ტურში. აქედან საბოლოო გამარჯვებამდე,სულ მოკლე მანძილია. პარტია ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი და მისი გარემოცვა , მიუღებელი და დამამცირებელი მეთოდებით ცდილობს ამომრჩეველის ნების შეცვლას. მათთვის ჩეული პრაქტიკაა ამომრჩეველზე ზეწოლა, მისი დაშინება,მოსყიდვა , დევნა , შანტაჟი , კრიმინალური სამყაროს გამოყენება… ამიტომ გთხოვთ, კიდევ ერთხელ დავუდგეთ ერმანეთს გვერდით ჩენი ოზურგეთის , უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.. არ დავუშვათ რომ შეილახოს ჩვენი კონსტიტუციური უფლება და უკანონოდ მიითვისონ თვითმმართველობა !!! ,,ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში , ოზურგეთში ჩვენ ვიღებთ კლანურ მმართველობას , რომელიც დამამცირებელია თითოეული ღირსეული ოზურგეთელისთვის…. ამიტომ, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი რგოლის ეფექტიანად მართვის მიზნით, გთავაზობთ შევქმნათ ახალი მართვის მოდელი- ,,სამოქალაქო მთავრობა „ ამ მიზნით მოვუწოდებ და თანამშრომლობის ხელს ვუწვდი უკლებლივ ყველა პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანს , პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივისტებს , უბრალო მოქალაქეებსა და მეურნეებს, ვისაც უყვარს ოზურგეთი და მზად არის უანგაროდ იბრძოლოს მისთვის… მე გთავაზობთ მართვის სრულიად ახალ და გამჭვირვალე სტილს , სადაც მთავარ ფასეულობას ოზურგეთი და ოზურგეთელები წარმოადგენენ.. თითოეულ თქვენგანს შეუძლია გახდეს აღმშენებლობის თანამონაწილე და თქვენი წვლილი შეიტანოთ ოზურგეთის განვითარებაში… მე გაძლევთ შანსს აიღოთ რეალური მართვის სადავეები , გადავინაწილოთ თანამდებობრივი პასუხისმგებლობები, საერთო კონსენსუსით ავარჩიოთ მერის მოადგილეები, ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლები , სამსახურის უფროსები , .. დავიწყოთ ოზურგეთის აღმშენებლობა დიდი შერიგებითა და ოზურგეთის სიყვარულით ! ჩვენ ერთად შეგვიძლია გავხადოთ ოზურგეთი უფრო ძლიერი !!” – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მერობის კანდიდატმა კონკურენტს მიმართა პარტია “ქართული ოცნებიდან” და არა მარტო კანდიდატი, არამედ მისი ძმა, საჯარო დებატებში გამოიწვია:
“აქვე მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ კანდიდატს და მის მეურვეს, რომელიც ტყუილითა და ჭორებით ცდილობს ოზურგეთელების ყურადღების მიქცევას ნებისმიერ საკითხზე, ბრალდებებზე, რასაც ისინი ჩემი მისამართით აჟღერებენ, ვიწვევ საჯარო დებატებში. ორივე ძმასთან ერთად მზად ვარ, ღიად გავცე საზოგადოებას პასუხი ყველა იმ კითხვაზე რასაც მათი მხრიდან ექნება ადგილი.” – აღნიშნა ბრიფინგზე კონსტანტინე შარაშენიძემ.
ფასიანი პოლიტიკური რეკლამა