კლუბ “გურიას” 4 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფეხბურო კლუბ “გურიას” 4 ფეხბურთელს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რამდენიმე კვირის , წინ კლუბის მწვრთნელს და სამ ფეხბურთელს კოვიდი უკვე ქონდათ დადასტურებული, ამის გამო კლუბი თვითიზოლაციაშიც იყო. ბოლოს ჩვეულებრივად აგრძელებდნენ შეხვედრებს, ერთი თამაში დღესაც ჩაატარეს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის მიუხედავად, დღევანდელი შემთხვევის გამო, კლუბის ფეხბურთელები ხელმძღვანელობას თვითიზოლაციაში არ გადაჰყავთ.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.

” დღეს 4 ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი, რამდენიმე კვირის წინ, მათი მწვრთნელი და სამი ფეხბურთელი დაინფიცირდა, მაშინ იყვნენ თვითიზოლაციაში ყველა, ახლა კი, ჩვენი რეკომენდაციის მიუხედავად თვითიზოლაციაში არ გადადიან,თავიანთი წესები აქვს ხელმძღვანელობას, როგორც ვიცი თამაშებს ჩაატარებენ, გატესტვით გაიტესტა ყველა.”- გვითხრა მენაღარიშვილმა.

შეგახსენებთ, დრეს გურიაში კორონავირუსის 52 შემთხვევა დადასტურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share