ზიზღისა და სიძულვილის ახალი ეტაპი. “ქართული ოცნება” საზოგადოებას ახალს ვერაფერს სთავაზობს და არჩევნებში სახელისუფლებო დაჯგუფების მთავარი იარაღი ისევ ოპონენტების განადგურების პირობაა. თუმცა უკვე მერამდენედ და ისევ უშედეგოდ. ამ სიძულვილი მთავარი სახეები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც დარწმუნდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ განუმეორებელი ეფექტი მოახდინა, ათობით ათასი მოქალაქე გააერთიანა და ქუჩაშიც გამოიყვანა.
ამ ხალხს “ოცნება” ისევ სისხლიან ბანერებს, ცოცხებს და მუქარას უპირისპირებს. ფაქტია, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პიარი ისევ აგრესიასა და სიძულვილზე გადის, რადგანაც საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი სხვას ვერაფერს სთავაზობს. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ რაც უფრო აგრესიული ხდება “ქართული ოცნება”, მით უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს პროდასავლურ ოპოზიციას.
ტვ მთავარი