“250 ხმა მოვზიდე და კიდე რამდენი უნდა?”- არჩილ თალაკვაძე ხმების სანაცვლოდ ოჯახს პატიმრის გათავისუფლებას პირდება

ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის ძმა, არჩილ თალაკვაძე არჩევნებში ხმების სანაცვლოდ ოჯახს პატიმრის გათავისუფლებას პირდება.

ფაქტს პირადად ადასტურებს სოფელ ჭანიეთში მცხოვრები გოდერძი ქავთარაძე ადასტურებს პიროვნებასთან პირად საუბარში, რომელიც მას თალაკვაძის თანამშრომლად გაეცნო.

ქავთარაძე ამბობს, რომ მას არჩილ თალაკვაძე სოფლის პარკში შეხვდა და მისი შვილის ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ, ხმების მობილიზება დაავალა.

იხილეთ აუდიო ჩანაწერი, რომელიც “მთავარ” არხს მიაწოდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share