სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღის შეჯამებას Facebook-ზე აქვეყნებს. ომბუდსმენი კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება:
“დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები: სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი; 2. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა; აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ; ამას მოყვა შემდეგი რეაქციები: დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული; 2. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ; 3. დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა… რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი… :)”.- წერს ლომჯარია