“მე მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარი აქცენტების” სპეცეთერში საუბრობს.
”მე მაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან… მთავარი რაც კი ახლა გვაქვს ჩვენ, არის მორალური უპირატესობა – ბრძოლა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოგებული აქვს. და ერთი შეცდომის დაშვებით, შეიძლება მორალური უპურატესობა დავკარგოთ… გამარჯვება არ მოიპოვება ადვილად. მე ამას ვაცნობიერებ, რა თქმა უნდა, გამარჯვება არ მოიპოვება უდიდესი ძალისხმევის გარეშე. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთობით მხოლოდ. დედაქალაქის მოგებას ვაპირებთ, გამარჯვებას ვაპირებთ.”.. – ამბობს ნიკა მელია.