“მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ნეგატიური პროცესები…რაც პირიქით,ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს”

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სავალდებულო აცრებს “ნეგატიური პროცესები მოჰყვება და პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს”.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ისევ და ისევ ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ”, – ამბობს ტიკარაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share