“ქვეყნის მილიარდერი, რომელიც საკუთარ ცხოველებს ჩვენს შვილებზე ბევრად უკეთესად კვებავს”

ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ირმა მგელაძე გუშინ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციას ეხმაურება და წერს:

“ესაა ამათი სახე, ასე “გადააქციეს” ჩვენი ქვეყანა კრიმინალების სათარეშოდ, ასე “დაავერბოვკეს” და დაიმონეს  სუსტი ნებისყოფის მქონე ჩვენი ახალგაზრდების  ნაწილი”მეტადონის” პროგრამით, ასე აურიეს საცნაური ამ შესაბრალის “კაცებს” რომელთაც ვერც გაურჩევიათ ძველი ბიჭები არიან, პარტიის კოორდინატორები თუ ვინ… დამშეული ადამიანები სულ სხვა თემაა, მშივრები ადვილად სამართავები არიან, მათ არანაირ ღირებულებებზე ფიქრის თავი არა აქვთ, იმდენად დაკავებულები არიან ლუკმა-პურის მოძიებით. მოკლედ, ასეთი რეალობა დაგვიყენა მილიარდელმა მისი მმართველობის აგერ უკვე მეათე წელს, რომელიც მღვრიე წყალში უამრავ ქონებას იძენს და რომელიც, საკუთარ ცხოველებს ჩვენს შვილებზე ბევრად უფრო კარგად კვებავს”. –წერს ირმა მგელაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share