“ვიღაც კაცი მოქანდა, ბატონო ანზორ, თქვენ მე მამა გადამირჩინეთო…”-ნენე დალაქიშვილი

ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:

“გუშინ ზუგდიდის ბაზარში ვიყავით საყიდლებზე.

ყველის განყოფილებაში ანზორ მელიას ტაშით შეხვდნენ.

ხილის რიგში დიდი პარკით ხილი გვაჩუქეს.

ლობიოს ვყიდულობდით და ვიღაც კაცი მოქანდა, დიდი ჭიდაობის მერე, ფული მან გადაიხადა, ბატონო ანზორ, თქვენ მე მამა გადამირჩინეთო.

ხორცის რიგშიც მსგავსი განმეორდა.

Mamuka Tsotseria აბა სცადეთ, შენ, ვოლსკი, ყაველაშვილი, სუბარი და თეა წულუკიანი დალაგდით, ზუგდიდის ბაზარში შეიარეთ და მერე მოგვიყევით, თქვენ როგორ შეგხვდებიან.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share