აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე – პომპეო საქართველოსა და ისრაელში ვიზიტზე

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო Twitter-ზე საქართველოსა და ისრაელში ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ მოკავშირეების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

“მოხარული დავრჩი ამ კვირაში თბილისსა და იერუსალიმში ვიზტით, პროდუქტიული შეხვედრებით და დავადასტურე აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა ჩვენი მოკავშირეების, საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის საკითხებში”, – წერს მაიკ პომპეო.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო თბილისში ვიზიტით 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა. ის პრეზიდეტნს, პრემიერს, სააგრეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. პომპეომ შეხვედრა არ გამართა ოპოზიციასთან, თუმცა  ამისთვის საქართველოში მისი თანაშემწე ფილიპ რიკერი დატოვა, რომელიც არჩევნების თემაზე ჯერ არასამთავრობოებს, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share