საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს ექიმებმა. ისინი მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობა ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება.
უკვე 26 დღეა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება და შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, არც ახლა და არც არასოდეს როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის დრო პოლიტიკური ანგარიშსწორების.
დღევანდელი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24-საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მონიტორინგს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა სწორედ კონსილიუმი… აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს რესურსი, რაც ახლა ვთქვი, ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ტვ მთავარი