თაკო ჩარკვიანი წერს:
“ეს ის ქვეყანაა სადაც ფეხბურთელები, რომ ბურთს კენწლავენ გვიკვირს, ხოლო პოლიტიკოსები რომ ფულს იპარავენ არ გვიკვირს, სადაც ” ცრუ ინფორმატორებს” ცრუ ინფორმაციის გატირაჟებას უფინანსებენ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში და არ გვიკვირს ვინ და საიდან? და ეს ის ქვეყანაა სადაც პარლამენტარები სხდომას ვერ ვიწვევთ, მინისტრები კაბინეტებში გვემალებიან და კიდევ, ის რომ პატრიოტებისთვის თვალების დამთხრელს აწინაურებენ და მერად კენჭის ყრის უფლება აქვს და არც ეს გვიკვირს, ეს ის ქვეყანაა სადაც სტრასბურგი საბოლოო დასკვნას დებს რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, ომი სააკაშვილს არ დაუწყია, როგორც ამას პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ოკუპანტის მომხრე პარტიის მომხრე ბურჯანაძე რუსეთის ცენტრალურ არხებზე ამტკიცებდნენ , დღეს მესამე პრეზიდენტი მათი ჩვენების ( ერთ-ერთი ჩვენების) მიხედვით ზის ციხეში და არც ეს გვიკვირს, ის ქვეყანა ვართ სადაც , რუსეთის შნიკი-ფოფხაძის მეწილე “გაზეთები” კვოტებს ანაწილებენ მომავალ ” რომელიმე მთავრობაში” სულერთია რომელში , რომელსაც გაურიგდება, ეს ის ქვეყანაა სადაც მოშიმშილე ციხეში მყოფ ცუდად მყოფ პრეზიდენტს ” კაი ბიჭები ძველი ბიჭები ” ციხესთან პოლიციის ნებადართულობით მიკროფონით დედას აგინებენ და ეს ის ქვეყანაა, სადაც პრემიერ მინისტრი ლინჩის წესის მომხრეა რეფორმირებული მართლმსაჯულების ნაცვლად ამბობს: ” წესიერად მოიქცეს პრეზიდენტი სააკაშვილი თორემ დავუმატებთ “სროკსო”.ეს ის ქვეყანაა სადაც ხორბლის მაგივრად ობიან ქატოს აჭმევენ თაობებს და იმ თაობებს “იგივენი” ამის გამკეთებელი პოლიტიკოსების სიყვარულს და პატივისცემას სთხოვენ, დიახ ეს ის ქვეყანაა სადაც გაუპატიურების სცენებს დგამენ ( თურმე წლინახევრით ადრე) ცხადია იჯერებს ხალხი ( მათ შორის მეც) და შემდეგ ამ დადგმაში თანამონაწილეს ” გმირს” უწოდებენ, დიახ ის ქვეყანაა სადაც მკვლელი ოლიგარქი პატარკაციშვილის ფონდის “პიარ-ინფორმატორჟურნალისტები” ნუგზარ ფოფხაძის მეწილეები ხდებიან და ის ქვეყანაა სადაც ადამიანების ამფეთქებელს ტროტილით ( რუსეთის უშიშროების პოლკოვნიკს) ერთ წელიწადში გარეთ უშვებენ, ბიზნესმენის შრომით ნაშოვნი ბიზნესი უკვირთ, ხოლო , ” ცრუ ინფორმატორების” სიცრუით და სიბინძურით ნაშოვნი ფული და შეძენილი ქონება არა!!!!!! ჰოდა სანამ ( ქალაქის მერის ფეხბურთელის) ბურთის კენწვლა გაგვიკვირდება და არა ის ,რომ მესამე პრეზიდენტს როგორ კლავენ ციხეში და ამით როგორ ვხდებით ჩვენ ყველა “იმისტი ამისტი” დიიდი ისტორიული სამარცხვინო მოვლენის მონაწილეები და მოწმენი, მანამდე შევჭამთ ქატოს ფქვილის მაგივრად და მანამდე ვიქნებით დიდ სიცრუის ოკეანეში -ტალახში!
30 –ში არჩევნებზე შევამციროთ “ტალახი”, შევარყიოთ ეს ხელისუფლება!”