მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს-პაპუაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა,რომ მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს:

“მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე. ის, რომ ის შიმშილობს თუ თავს იკავებს საკვების მიღებისგან, რა თქმა უნდა, თავის თავს ამით ზიანს აყენებს, მაგრამ სახელმწიფო თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში იზრუნებს იმაზე, რომ თუკი მას დასჭირდა სტაციონარული განთავსება, განათავსებს სტაციონარში, ჩაუტაროს ყველა კვლევა, დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობა” – ამბობს იგი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share