შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა. ამჯერად თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, გოჩა კვარაცხელიამ.
”ვმუშაობ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. პროტესტს ვუცხადებ პოლიციის თანამშრომლების უკანონოდ დაკავებულების ბატონ ლექსო რაფავასა და სხვა პოლიციელებს, ვინც უკანონოდ არიან დაკავებულები. მე ვტოვებ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ძალოვან სტრუქტურას.” – ამბობს კვარაცხელია.