მუქარა, დაშინება, ძალოვნების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში და მოჭიდავეები, როგორც “ოცნების” საყრდენი. ოპონენტებსა და მათ ამომრჩევლებს მმართველი პარტია სწორედ ამ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. დამოუკიდებელი კანდიდატისა და ოპოზიციის წინააღმდეგ “ოცნება” ჩვეული ფორმით_წესების გარეშე ბრძოლას აგრძელებს. შემდეგ კი უარყოფენ ყველაფერს და ოპონენტებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ამ გადაბრალებებში კი, “ოცნება” სოფლებში არც ფულის დარიგების და ამომრჩევლის მოსყიდვის, არც პატიმრის ოჯახებისგან ხმების მობილიზების და არც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებთან მოლაპარაკებების შანსს არ კარგავს.
მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს ოპოზიცია დაბა ნასაკირალშიც. მათი თქმით, დაბაში ხელისუფლებას მხარდამჭერები თითქმის არ ჰყავს და ტრადიციულად ყველა არჩევნებს აგებს. ოპოზიციის თქმით , სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ აჭარიდან სამართალდამცველების მობილიზაცია დაიწყო. “გურიის მოამბე” ფოტოსაც ავრცელებს, სადაც “ქართული ოცნების” კანდიდატთან ერთად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი , რომან ქამადაძეც ჩანს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქამადაძე ნასაკირალში სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდება და სხვა სპეციალურად მივლინებულ პოლიციელებთან ერთდ ადგილობრივებს ხმებს მუქარისა და დაშინების სანაცვლოდ სთხოვს: “დადიან ბაღებში,აშინებენ მასწავლებლებს,აშინებენ მოსახლეობას , გამგებლებს, მათ მოადგილეებს. ზონდერ-ჯგუფები ჰყავთ შექმნილი,რომლებსაც პოლიცია მიაცილებს და მოაცილებს. შკოდებით დაყვებიან უკან და შორიახლოს დგანან”-ამბობს ენმ-ის წევრი შალვა თავდიშვილი. დაბა ნასაკირალში “ქართული ოცნების” შტაბში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცალკეული დანაყოფები სოფელში ნამდვილად იმყოფებოდნენ, თუმცა ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს უარყოფენ.ისინი ამბობენ რომ რომან ქამადაძე სოფელში ოჯახის მოსანახულებლად და მეზობლებთან სასაუბროდ ავიდა:ტარიელ ფუტკარაძე, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ნასაკირალში-“ის ცხოვრობს ამ სოფელში და ახლობლების სანახავად მოდის,არც არავის ატერორებს და არც შეურაცხყოფას აყენებს, ეს არის ტყული”.
ოზურგეთში არსებულ წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს ოზურგეთის მერობის კანდიდატი, კოტე შარაშენიძე: ”მეორე ტური მიმდინარეობს, როგორც პირველი ტური ისევ იმ ძალადობით, ადამიანების მოსყიდვით, დაშინებით, დაშანტაჟებით. აიძულებენ ადამიანებს, რომ მხარი არ დამიჭირონ და შესაბამისად, ჩემი მომხრეების მიმართ მიმდინარეობს დაშანტაჟება, პირდაპირ არჩილ თალაკვაძის მითითებებით მოქმედებენ. ისინი არიან დღეს აგონიაში, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნიათ და შესაბამისად, ხდება ადამიანებზე ძალდატანება. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდი ფონი არის ზოგადად საზოგადოებაში და მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველა იმ უწყებას, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, რომ ოზურგეთში კრიმინალური ბანდები ემსახურება, 41 ნომრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება. ამას ასე არ დავტოვებ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მობილიზაცია გვაქვს იმისათვის, რომ დავიცვათ ჩემი ხმები. მიდის გაყალბებაზე საუბარი და ყველანაირად ძალდატანებით უნდათ რომ გაიყვანონ. ძალით შეტენონ ეს კანდიდატი”-ამბობს შარაშენიძე.
ოზურგეთში, ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო შტაბში ოპონენტების ბრალდებებს უარყოფენ და აბსურდს უწოდებენ:ნინო ლომჯარია, შტაბის პრესსამსახური: “ჩვენს შტაბს მსგავს ფაქტებთან კავშირი არა აქვს და ეს არის აბსურდი”.