მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს

ენმ-ს წევრის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან, უკრაინაში გააბრუნეს.

ამის შესახებ კაპანაძე საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

,,მიშას უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს და ახლა აეროპორტიდან უკან, კიევში აბრუნებენ. ცეცხლსაც აღარ ეთამაშებიან, პირდაპირ ნაღმზე აბიჯებენ ფეხს, – წერს კაპანაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share