როგორ სჯიდნენ გურულები ჯადოქრობაში ეჭვმიტანილებს მდინარე სუფსაზე არსებულ “გურის ტბაში”

როგორ სჯიდნენ გურულები ჯადოქრობაში ეჭვმიტანილებს მდინარე სუფსაზე არსებულ “გურის ტბაში”
“დადეგი” – როგორი იყო პირველი სექტემბერი გურიაში
“დადეგი – პირველი სექტემბერი ოდესღაც წლის დასაწყისი იყო. ამ დღეს ყველანაირი საქმიანობა იკრძალება, მხოლოდ შეიძლება ხის მოჭრა, რაგანაც თვლიან, რომ ამ დღეს მოჭრილი ხე მტკიცეა.
პირველი სექტემბრის ღამე ჯადოქრების და როკაპების ღამეა. როკაპები მიუდგომელ კლდეებში ზღვის მახლობლად ჭაჭვეთში ცხოვრობენ. რომლებსაც სტუმრობენ კუდიანები და შავ კბილებში ურტყამენ ქვას. რაც უფრო ძლიერია დარტყმა, მით უფრო ხარობს როკაპი.
ამგვარი მისალმების შემდეგ კუდიანი როკაპს მიართმევს ძღვენს – ცხოველის ან ადამიანის გულს.
ჯადოქრებს გურულები ასე ასამართლებდნენ – მიიყვანენ სუფსის მახლობლად ბუკისციხეში (ან “გურის ტბასთან”) და წყალში ბოლომდე ჩაუშვებდნენ თოკით.
ბრალდებული მართლდებოდა, თუკი მას წყალი არ მიიღებდა. ჯადოქრობაში მხილებულს გავარვარებული რკინის ნაჭრით დადაღავდნენ, რაც შემდგომ მის საქმიანობას ანეიტრალებდა.
კუდიანის ღამეს შებეჭდავენ – ამისთვის ოჯახის წევრებს, საქონელს, ფრინველს, ნათესს, ხეებს უსვამენ ცვილს, ნათესის შუაგულში დგება ოჯახის თავი და ყვირის: „ჯვარი აქა, ჯვარი აქა! შენი სვი და შენი ჭამე; ჩვენსას ჯვარი დაგვიწერე! უუუუ, კუდიანებო!“
ღამე ისვრიან თოფებიდან კუდიანების დასაშინებლად. გურულების წარმოდგენით, ამ დღეს ღმერთი ანგელოზებთან ერთად ადგენს სიას, ვინ უნდა მოკვდეს იმ წელს.”
კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერის მასალების კრებული 1893 წელი, №17 – თ. მამალაძე, „გურულების რწმენა-წარმოდგენები და წეს-ჩვეულებები“
ფოტოზე – გურის ტბა
შეიძლება იყოს ბუნება, წყლის სივრცე და ხე-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share