საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება ბულგარეთშიც შეეძლებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებს შორის დოკუმენტი ხელმოწერილია და ამ ეტაპზე საოპერაციო ხელშეკრულებების შეთანხმება მიმდინარეობს, რომელსაც ხელი სავარაუდოდ დეკემბერში მოეწერება.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, გერმანიაში დასაქმების პროგრამა ხარვეზებით წარიმართა, თუმცა პროცესი იხვეწება, რათა მოქალაქეებმა სამუშაოდ წასვლა უპრობლემოდ შეძლონ.
რაც შეეხება საფრანგეთთან ხელმოწერილ შეთანხმებას, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ხელშეკრულება ქმედითი გახდეს.
გარდა ამისა, თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, რომ ისრაელში სამუშაოდ წასვლის მიზნით, სამინისტროში 125 განაცხადია შესული, მაგრამ აპლიკანტებმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.