მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატისთვის ბარგი და პასპორტი არ დაუბრუნებიათ – ევგენი გრუშოვეცი თბილისის აეროპორტიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს. “მთავარ არხთან” საუბარში ის ამბობს, რომ ქართული მხარის ინტერესი არაა საქმეში უკრაინული მხარე ჩაერთოს და ქვეყანაშიც სავარაუდოდ ამიტომ არ შემოუშვეს:
“როგორც ამიხსნეს ჩემი პსრ ტესტი პროტოკოლთან შეუსაბამობაში იყო, რაც სიმართლე არაა. მითხრეს, რომ ბრძანება იყო გაცემული და საქართველოში არ უნდა შემოვეში, თუმცა ვის მიერ, გაუგებარია” – ამბობს გრუშოვეცი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს – ევგენი გრუშოვეცი მესამე პრეზიდენტის საქმეში ჩართვას გეგმავდა, თუმცა უფლებადამცველი საზღვარზე ისე გააჩერეს, რომ მიზეზი არავის აუხსნია. სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ახსნა-განმარტებას მთელი ღამის განმავლობაში თვითმფრინავის ბორტზე ელოდებოდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და დილას საკუთარ ქვეყანაში გააბრუნეს.