ხმის მიცემამდე ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის კაბინა გაწმინდეს

ხმის მიცემამდე ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის კაბინა გაწმინდეს.

ივანიშვილის პირადმა დაცვამ საარჩევნო კაბინებს დეზინფექცია ჩაუტარა.

დაცვა არაუფლებამოსილი პირია და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ აქვს.

ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ხმა მთაწმინდის ოლქში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება.

თუმცა, ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც. და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია – ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: