“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა  გურიის გუბერნიის შენობაზე დიდი ბანერი წარწერით: ” თავისუფლება მიშას” გადმოფინეს

ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა  გურიის გუბერნიის შენობაზე დიდი ბანერი წარწერით: ” თავისუფლება მიშას” გადმოფინეს.

ბანერის გადმოფენის შემდეგ, განცხადებები გააკეთეს ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერებმა ბესო  ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ.  ახალი მოწვევის საკრებულოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სამმა დეპუტატმა დავით მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ და თათია ნიკოლაიშვილმა განახორციელა.

მას შემდეგ რაც “ნაციონალურმა მოძრაობის”  წარმომადგენლებმა  გურიის გუბერნ იის შენობის წინ  ბანერი გადმოფინეს, დაცვის პოლიცია  აქტიურად  ცდილობდა მათთან მისვლას, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, რადგან მისასვლეს  ვერ მიაგნეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share