“ძაღლი არ შეიპაროს რომელიმე კარებზე, არ მოშარდოს, ამიტომ მირჩევნია მივიდე, დავკეტო, დავუტოვებ გასაღებს, ჩამოვლენ ხვალ სამსახურში, გააღებენ, იქნება სუფთა და დალაგებული”-წულაია

“ახალი ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიისთვის ბოქლომის დადება სცადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა თბილისში გასამართ აქციაზე წაიყვანა, ქალაქი კი უპატრონოდაა დატოვებული.

“მთელი საქართველოდან დღეს დაძრულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აიპ-ები, სსიპ-ები და ა.შ. ქალაქი დატოვებულია უპატრონოდ, წასულია ყველა თანამშრომელი, 90%, არადა ქალაქში მომძლავრებლია ძაღლები, კატები, ძროხები, ღორები, დადის ამ ქალაქში, ძაღლი არ შეიპაროს რომელიმე კარებზე, არ მოშარდოს, ამიტომ მირჩევნია მივიდე, დავკეტო, დავუტოვებ გასაღებს, ჩამოვლენ ხვალ სამსახურში, გააღებენ, იქნება სუფთა და დალაგებული”, – თქვა გოგი წულაიამ. 

წულაიამ ბოქლომიც და გასაღებიც დაცვის სამსახურს დაუტოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share