უკრაინის მხარე ჩაერთო მოლაპარაკებებში – რადას დეპუტატის ინფორმაციით, უკვე ერთ კვირაზე მეტია, მისი ქვეყნის დიპლომატიური უწყება სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. იულია კლიმენკო არ აკონკრეტებს, საქართველოდან ვინ არის ჩართული ამ პროცესში.
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან მიმართებაში არ შეცვლილა. ჩვენი დიპლომატები ამ საკითხის მოგვარებით არიან დაკავებული. იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა, უკრაინის მოქალაქე წავიყვანოთ სამშობლოში.
სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ მოლაპარაკებები უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, საერთო ენას გამოვნახავთ და გამოსავალს მოვძებნით, რომ სააკაშვილი უკეთ პირობებში იმყოფებოდეს და მან, როგორც უკრაინის მოქალაქემ, შეძლოს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოსვლა. მოლაპარაკებები დიპლომატების დონეზე იმდინარეობს, ამ მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობ, ამიტომაც იმ ადამიანების სახელებს ვერ დავასახელებ – განაცხადა იულია კლიმენკომ.
უკრაინის რადას დეპუტატის თქმით, საქართველოში დღეს იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს, პირადად ნახოს, როგორ პირობებში უწევს ცხოვრება მას ციხეში და მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას, მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს.
ჩამოვედით, რათა მოვინახულოთ სააკაშვილი, ვნახო, როგორ მდგომარეობაშია ის, შესაბამისი მოთხოვნა უკვე გავაგზავნე 2 დღის უკან, როგორც ვიცი, ის ციხეში ცუდ პირობებში იმყოფება. ჩვწნი მოთხოვნაა ხელისუფლების მიმართ, რომ ის გადაიყვანონ სამოქალაქო საავადმყოფოში და მიიღოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება – ამბობს იულია კლიმენკო.