“მთავარი არხის” დამფუძნებლისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის საქმეში ჩაერთვება და აშშ-დან საქართველოში ჩამოვა ამერიკელი იურისტი ჯონ სენდვიჯი, რომელიც აღნიშნულ საქმეზე მთავარი საერთაშორისო სპიკერი იქნება:
ჩვენ ველოდებით აშშ-დან მიხეილ სააკაშვილის იურისტს, რომელიც ძალიან მაღალი კვალიფიკაციისაა და ძალიან მაღალი თანამდებობები ეჭირა ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციაში. ის იქნება მთავარი საერთაშორისო სპიკერი ამიერიდან და ისაუბრებს საერთაშორისო რანგითაც და საქართველოს მიმართულებითაც მთავარ საკითხებზე. დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს უმძიმესი შეფასებები და დავფაროთ ამ შეფასებებით მთელი საერთაშორისო საზოგადოება, – თქვა ნიკა გვარამიამ.