გოგნის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

კოვიდის კიდევ ერთი მსხვერპლი! სამწუხარო რეალობა!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა ანდრია სარია წერს.

ანდრია სარიას ინფორმაციით, კორონავირუსით გოგნის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ნოემბერს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: