ვწუხვარ საქართველოს ხელისუფლების უგნური გადაწყვეტილების გამო – უკრაინელი ჟურნალისტი

ვწუხვარ საქართველოს ხელისუფლების უგნური გადაწყვეტილების გამო – ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფასებს, რომელმაც  მას 3 დღიანი კონფერენციის ჩატარებისა და სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალება არ მისცა.

ახლა  14 საათი და 6 წუთია თბილისის დროით. ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში, ახლაც აეროპორტში ვარ,   მთელი  საათია, პასპორტში ბეჭდის ჩარტყმას ველოდებოდი საპასპორტო კონტროლის განყოფილებასთან. ახლახანს მომიახლოვდა აეროპორტის ხელმძღვანელის მოადგილე ნოდარ ბარამიძე და გამომიცხადა, რომ  ჩემთვის, ალესიასთვის და ჩემი ჯგუფის კიდე რამდენიმე წევრისთვის  საქართველოში შესვლა დაკეტილია. ძალიან ვწუხვარ საქართველოს ხელისუფლების ასეთი ჩემი აზრით, უგუნური გადაწყვეტილების გამო, აქ ჩამოვედით, რათა 27, 28 და 29 ოქტომბერს „დმიტრი გორდონის აკადემიის“ გამსვლელი სხდომის ჩასატარებლად და ასევე რუსთავის ციხეში საქართველოს დიდებული  პრეზიდენტის, დიდებული რეფორმატორის, მიხეილ სააკაშვილის, მოსანახულებლად, რომელიც 27 დღეა, იქ იმყოფება.

26 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ორგანიზება გაეწია მის მიერ რუსთავის საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულებისთვის. მინდოდა მასთან ციხეში ინტერვიუს ჩაწერა, მისი ნახვა, არ შემიშვეს , ვფიქრობ, სწორედ ამ მიზეზით, მე, ადამიანს, რომელიც საქართველოს მეგობარი გულშემატკივარი და მეგობარი ვარ, რომელიც არაერთხელ ყოფილა აქ, სამარცხვინოდ მითხრეს უარი ქვეყანაში შემოშვებაზე.
მე ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს დააზიანებს. ნდობას დააზიანებს უკრაინასა და საქართველოს შორის შორის. ყველაფერი, რაც მოხდა, ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისა. ვფიქრობ, ამის გამო კიდევ მეტი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის  დახმარება სააკაშვილისადმი.
ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევხვდები საქართველოში ჩემს მეგობრებს , რომ ვერ გავისეირნებ ჩემს საყვარელ თბილისის ქუჩებში, მაგრამ რას ვიზამთ… სიცოცხლე გრძელდება
 – აცხადებს დიმიტრი გორდონი.

უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი, ალისია ბაცმანი, საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share