“სააკაშვილს ეჯიბრებით? ციხეში გამომწყვდეულიც რომ დღის წესრიგს გიქმნით”?

ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ირმა მგელაძე დღევანდელ აქციას ეხმუარება და წერს:

“ნამდვილად არ ვიტყვი, რომ დღეს იმ ზიზღის მფრქვევ შეკრებაზე “ოცნების” გულითადი მხარდამჭერები არ იყვნენ, თუმცა უმეტესობა მაინც ვალდებულებით, დაშინებით და აუცილებლობის განცდით იყვნენ. ასე რომ არ ყოფილიყო ადამიანებს გაქცევამდე ერთი სული არ ექნებოდა და ერთ საათში მოედანი თითქმის ცარიელი არ იქნებოდა. კარგი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯანსაღ, აზრიან ადამიანს არ გაუჩნდა კითხვები? აი მე მაგალითად მაინტერესებს სად გინახიათ ხელისუფლება აქციას უმართავდეს ოპოზიციას, აი სად? რომ გეკითხათ სულ სხვა მიზანი ქონდა შეკრებას, მაგრამ ხომ გამოჩნდა მათი მიზანი… ან სად გინახიათ მთავრობის წარმომადგენლების ასეთი მეტყველება? ეს საშინელსანახავი არსება როგორი დაჩაგრულია ეტყობა და დაკომპლექსებული ამდენ ზიზღს სად იტევს? გახსენდებათ როდესმე მთავრობის წევრი, ქალი, ასეთი ლექსიკით? და კიდევ, თუ ამდენი მხარდამჭერი გყავთ რატომ ვერ მოახერხეთ გამარჯვება? თქვენი მილიონი მაქინაციების შემდეგაც კი 48 პროცენტს ვერ აცდით… სააკაშვილს ეჯიბრებით? ციხეში გამომწყვდეულიც რომ დღის წესრიგს გიქმნით?”-წერს მგელაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share