“მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უკვე პატიმარი, ის არის მძევალი. მძევალსა და პატიმარს შორის რა სხვაობაა. პატიმარი არის დასჯილი ადამიანი, რომელზეც ზრუნავს სახელმწიფო, ზრუნავს მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. მძევალი კი, არის ადამიანი, რომლის სიკვდილ-სიცოცხლეს განვსაზღვრავთ და შენს ხელშია. სააკაშვილი არის მძევალი და რასაც უპირებენ იმ ე.წ. რეზბალნიცაში, დღეს გვარამიამ მოგვახსენა, რა ხიფათებიც არის. ეს არის ხელისუფლების სისუსტე, რომ უკვე სამართალდამცავ სტრუქტურებს აღარ ენდობიან. ამიტომ, სააკაშვილზე შურისმაძიებლად უნდათ, გადააქციონ ე.წ. დამნაშავეთა სამყარო, რომლებიც, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მიმართ რევანშით არიან განმსჭვალული, რადგან სააკაშვილი ძალიან წარმატებით ებრძოდა ამ უგვანო მოვლენას ქართულ ეროვნულ სხეულზე, რასაც ჰქვია ქურდული გაგება.
მე ქუთაისში ვარ დაბადებული, გაზრდილი და კარგად ვიცი მათი წესები. მინდა, მათ ვკითხო, რანაირი ძველი ბიჭები არიან, ადამიანი ციხეში ზის და კიდევ რას მოითხოვთ. სადაური ძველი ბიჭები არიან. არც თქვენი კანონებით აღარაფერში აღარ წერიხართ. სუს-ის „ნასედკები“ ხართ სულ ყველა. ამიტომ, არაფერში – არც საკაცოში, არც საღვთოში არ წერიან, არც იქით არიან, არც აქეთ. დღეს ვიხილეთ „ქართული ოცნების“ პანაშვიდი, რომელიც მალე პოლიტიკური გასვენებით დამთავრდება. ვარწმუნებ ყველას, რადგან სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური ინიციატივა ქვეყანაში”.- ამის შესაებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ დღევანდელ აქციას.