საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, 5 177 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 46 107 კვლევა, აქედან 27 157 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 950 PCR-ით. 27 ოქტომბერს აიცრა 3 951 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,69%-ია, ბოლო 14 დღის – 8,97%-ია, 7 დღის – 8,89%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 502 შემთხვევა;
- აჭარა – 105;
- იმერეთი – 732;
- ქვემო ქართლი – 273;
- შიდა ქართლი – 279;
- გურია – 113;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296;
- კახეთი – 523;
- მცხეთა-მთიანეთი – 69;
- სამცხე-ჯავახეთი – 92;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 49 468 აქტიური შემთხვევაა. 6 271 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 392, აჭარაში – 500, იმერეთში- 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 547 პირი, მათ შორის, თბილისში – 565, აჭარაში – 128, იმერეთში – 487. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 328 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 36, იმერეთში – 30.
996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 – თბილისში, 208 – აჭარაში. 42 201 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3. 37 752 ადამიანი თვითიზოლაციაშია.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 707 290 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 647 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 918 კი გარდაიცვალა.