ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა ნაკლები ჭამონ 2025 წლამდე, ვიდრე ქვეყანა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის. ამის შესახებ რადიო “თავისუფალი აზია“ იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა საკვების მწვავე დეფიციტს განიცდის. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ ქვეყანამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს ჩაკეტა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.