ისტორია მეორდება მეგობრებო, დღეს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს, მაშინ თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, საქართველოში დაბრუნდა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ის დღეს საპყრობილეშია. ის არის დღეს პუტინის და ივანიშვილის რეჟიმის პატიმარი, – ამის შესახებ სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გ ანაცხადა.
“ჩვენ ვერც ზუგდიდი, ვერც სენაკი, ვერავინ, ვერც საქართველო, ვერასდროს დავუშვებთ და ვერ გავიმეორებთ იმ შეცდომას და ის ძალიან მალე შემოუერთდება ჩვენს ბრძოლას, ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.