სკანდალური აუდიოჩანაწერის გმირი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, გიდერძი ქავთარაძე, ტვ “მთავარის” ეთერში მასალის გასვლის შემდეგ – უეცრად “ხიდან ჩამოვარდა, ” ხელი მოიტეხა -ფეხი მოიტეხა და თავი “გაიბზარა”
ყოველ შემთხვევაში ამას გვიმტკიცებენ სოფელ ჭანიეთში ასულ ჟურნალისტებს, გოდერძი ქავთარაძის ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები.
ოზურგეთის სავადმყოფოში, გოდერძი ქავთარაძე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ რამდენიმე დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, 112 ში ადგილობრივმა “ოცნების” კოორდინატორმა დარეკა.
მისი მტკიცებით, ქავთარაძე მან მძიმე მდგომარეობაში შემთხვევით ნახა და 112 შიც დარეკა.
მომხდარამდე რამდენიმე საათით ადრე ტვ “მთავარმა” გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერი, სადაც ქავთარაძე “ქართული ოცნების” ცნობად სახეზე, არჩილ თალაკვაძეზე საუბრობს და ადასტურებს, რომ მას, ამ უკანასკნელთან, თავისი ყაჩაღობისათვის ბრალდებული პატიმარი შვილის ვადაზე ადრე გამოშვებაზე საუბარი ქონდა და ეს უკანასკნელი მას, ამის გაკეთებას ხმების სანაცვლოდ დაპირდა, შუამავალი კი ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, “ქართული ოცნებიდან” “ვი-თი-ბი” ბანკის თანამშრომელი, ბექა თოიძე იყო.
ვრცელდება ჭორები, რომ ქავთარაძე ადგილობრივმა, ხელისუფლების მხარდაჭერილმა ზონდერებმა, იმ ღამესვე სასტიკად სცემეს.
ამ ინფორმაციას ოჯახი და მეზობლები კატეგორიულად უარყოფენ-თუმცა ვერ გვიხსნიან-ჭანიეთში ასულ ჟურნალისტებს-თუ რა უნდოდა ხანშიშესულ ადამიანს, ღამის 12 საათზე ხეზე:
“გეხვეწებით თავი დაგვანებეთ-ახლა ასეა საჭირო” – ასე გვიშორებენ თავიდან პირად საუბრებში ქავთარაძის ნათესავები.
ამ დროისათვის ვერც ის გავარკვიეთ, სად იმყოფება თავად დაზარალებულიოერთ ერთი ნათესავის თქმით, ის საკუთარმა ქალისვილმა-შემდგომი მკურბალობის მიზნით ქობულეთში, თავისთან წაიყვანა.