საქართვეელოში კორონავირუსით ინფიცირებული პირებიდან 15 პროცენტი მოზარდია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია 18 წლამდე 103 927 ბავშვსა და მოზარდზე.
„საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია, აქედან 6 979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9 ლეტალური შემთხვევა გვქონდა. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, ყველა დანარჩენ შემთხვევაში იყო თანმხლები, მძიმე გენეტიკური დაავადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.