“ეგაა მათი მხარდამჭერების მაქსიმუმი…ეგ რომ არ იყოს მათი მაქსიმუმი, პირველივე ტურებში ხომ მოიგებდნენ?! – ხოდა, სულ ეგაა რაცაა”-ინგა გრიგოლია

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ, 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“საერთოდ არ ვთვლი, რომ დღეს “ოცნების” აქციაზე მიყვანილი ადამიანებიდან, ყველა ძალით იყო მისული, ან ფულით, სულაც არ ვთვლი ასე. ბევრი თავისი ნებით მივიდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ჩემი აზრით, ეგაა მათი მხარდამჭერების მაქსიმუმი. ამიტომაც დაიდო მეორე ტურები 20 თვითმმართველ ერთეულში. აბა, ეგ რომ არ იყოს მათი მაქსიმუმი, პირველივე ტურებში ხომ მოიგებდნენ?! – ხოდა, სულ ეგაა რაცაა”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share