ხელვაჩაურში, საარჩევნო უბანზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კაცი სოფელ ჩიქუნეთის მკვიდრი იყო, ის უბანზე ხმის მისაცემად მივიდა.
შენობიდან გამოსვლის დროს კი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
სავარაუდოდ მამაკაცს გულის შეტევა განუვითარდა.