ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია, ახლა ამას 30-ში გაფორმება სჭირდება

“გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან ვიხილეთ, ნათლად დამანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დარჩათ იმ რამდენიმე გამოცდილ უკრაინელ დეპუტატს, რომელთაც გუშინ და დღეს ვეკონტაქტე. მათი აზრით, ქართული ოცნება ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა და ახლა, უკვე, ქართველი ხალხისგან ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და სწრაფად გადავალთ ევროპული დემოკრატიის, განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე.”-წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share